Sunday, June 29, 2014

ტრენინგის შეჯამება


     ტრენინგის ეს კურსი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.ვისწავლე ის ყველაფერი,რაც დამეხმარება იმაში,რომ ჩემი შემდგომი მუშაობა,ჩემი გაკვეთილები უფრო საინტერესო იყოს.ამ ტრენინგის შემდეგ შევძლებ შევქმნა და ვაწარმოო ჩემი პორტფოლიო,რომელშიც ნათლად გამოჩნდება ყველაფერი,რასაც ვაკეთებ.
     ინტელის სასწავლო კურსის შესწავლა მომცემს იმის საშუალებას,რომ უფრო სრულყოფილი და მრავალფეროვანი იყოს ყველა ის პროექტი,რომელსაც განვახორციელებ მომავალში.ამ კურსმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა და სურვილი გამიჩნდა, რომ უფრო მეტი ვაკეთო,ვიდრე მიკეთებია.
     პროექტებით სწავლება ეხმარება არა მარტო მასწავლებლებს,არამედ მოსწავლეებსაც.მათ უვითარებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,უზრდის მოტივაციას,მეგობრებთან ერთად პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევებს და დამოუკიდებელ აზროვნებას.
     მინდა ,დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს დაუღალავ და ენერგიულ ტრენერს ქ-ნ ქეთი ცერაძეს.რომ არა ის, დარწმუნებული ვარ ამხელა მოტივაცია არ მექნებოდა.მისი შრომისმოყვარეობა და ხალისი გადამდებია ჩვენზე,რისთვისაც კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას ვუხდი მას.

Saturday, June 28, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს უკვე ტრენინგის ბოლო დღეა.ტრენინგს ვამთავრებთ,მაგრამ ეს ჩემთვის გულდასაწყვეტია,რადგან უამრავი რამ შევისწავლე ქ-ნ ქეთის წყალობით,რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი მას.ტრენინგის მეცხრე დღე დავიწყეთ პორტფოლიოების გადახედვით და შევიტანეთ შესწორებები . ვისწავლეთ you tube-დან  როგორ გადმოვიწეროთ და  როგორ ავტვირთოთ ვიდეო ფაილები.ამის შემდეგ მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები,რომლებიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.ბოლოს დავწერეთ დღის რეფლექსია და ტრენინგის შეჯამება

ტრენინგის მერვე დღე

დღევანდელი ტრენინგიც დაიწყო მასალის გამეორებით,რომელიც გვეხმარება მის განმტკიცებაში.შემდეგ  შევქმენით ფასილიტაციის რესურსები,გავეცანით მეთოდს თუ როგორ უნდა შევქმნათ მოსწავლის დამხმარე რესურსი.გადავხედეთ პორტფოლიოს და გავაკეთეთ კორექტირება.ავტვირთეთ პორტფოლიოები.აგრეთვე ვისწავლეთ ბლოგზე სიის გაჯეტების შექმნა.დღე იყო ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი.დიდი მადლობა ტრენერს ქ-ნ ქეთის ასეთი დაუღალავი მუშაობისთვის

Monday, June 23, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

ჩვეულებისამებრ დღევანდელი ტრენინგიც დაიწყო წინა მასალის გამეორებით.შემდეგ განვსაზღვრეთ დავალებები ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით.შევისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება. ვიმუშავეთ პროექტის გეგმებზე და ბოლოს დავწერეთ დღის რეფლექსია.

Sunday, June 22, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.შემდეგ დავათვალიერეთ და გავეცანით შეფასებებს,  შევქმენით პროექტის შესაფერისი შეფასების რუბრიკები.ამის შემდგომ გავიხსენეთ power-point-ში მუშაობა. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში,რომელიც შემდგომში  დამეხმარება მოსწავლეებთან მუშაობაში.ბოლოს დავწერეთ დღის რეფლექსია.

Saturday, June 21, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი დღე ჩემთვის იყო ძალიან  მნიშვნელოვანი,რადგან ვისწავლეთ ბევრი საინტერესო რამ,როგორიცაა გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები და ვიმუშავეთ ბლოგზე.გავეცანით გაჯეტებს.ვისწავლეთ საათის და სურათების ჩასმა,გაჯეტების განლაგების შეცვლა და მისი წაშლა.მოხარული ვარ მათი შესწავლით, რადგან გამოვიყენებ მათ აუცილებლად შემდგომში.

Sunday, June 8, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგი დავიწყეთ ისევ წინა მასალის გამეორებით.შემდეგ ვიმუშავეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენაზე.გავიხსენეთ power point-ში მუშაობა და გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია,რომელიც გადავიტანეთ ბლოგზე .ბოლოს დავუდეთ კომენტარები ერთმანეთს ბლოგებზე.ეს დღეც, წინა დღეების მსგავსად,იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.